Get All Access for $5/mo

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" FDI გრანტის პირველი ბენეფიციარი ამერიკული IT კომპანია გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

10 ნოემბერს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და ამერიკულ კომპანია Lineate-ს შორის FDI გრანტის ხელშეკრულება გაფორმდა.

Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. ამერიკული კომპანიის საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე 85-მდე ადამიანს ასაქმებს, FDI გრანტის ფარგლებში კი, ამერიკული კომპანია 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს საქართველოში და არანაკლებ 50 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

Lineate პირველი კომპანიაა, რომელიც უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმით, FDI გრანტით ისარგებლებს და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა მაღალტექნოლოგიური წარმოების (ელექტრონაწილები, ავტონაწილები, ავიანაწილები), ბიზნესპროცესებისა და IT-აუთსორსინგის, ლოგისტიკურ და თვითმფრინავების მომსახურების სექტორში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებს შეუძლიათ. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, ბენეფიციარი კომპანია საინვესტიციო თანხის 15%-მდე უკან დაუბრუნებს.

პროგრამის მიზანია პოტენციური და არსებული ინვესტორების წახალისება საქართველოში, კერძოდ ახალი/დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე სექტორებში, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

Elt Building - საერთაშორისოდ აღიარებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია საქართველოში

Leader of the Year - ყველაზე სწრაფად განვითარებადი კომპანია ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".